სტოლტენბერგი ნატო-ს წევრებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარება უნდა გაგრძელდეს და ეს ქველმოქმედება არ არის. აღნიშნული განცხადება იენს სტოლტენბერგმა დავოსის მსოფლიო ეკოომიკურ ფორუმზე გააკეთა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკიც იმყოფება.

„მხარს უნდა ვუჭერდეთ მათ. დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს ფარგლებში მოკავშირეები გააგრძელებენ მხარდაჭერის გაწევას, ვინაიდან, უკრაინის მხარდაჭერა ქველმოქმედება არაა. უკრაინის მხარდაჭერა ინვესტიციებია ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაში“ –  განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე შეაფსებით, ასევე მნიშვნელოვანია იარაღის წარმოების მასშტაბების გაფართოება.

„ნატო იარაღის წარმოებას ზრდის. მიღწეულია შეთანხმება  საზენიტო-სარაკეტო „Patriot“ – ის კომპლექსებისთვის 1000 რაკეტის შეძენის შესახებ. ეს კი მაგალითია იმისა, თუ როგორ აქტიურდებიან მოკავშირეები, რათა საკუთარი მარაგები შეავსონ. ასევე, მნიშვნელოვანია უკრაინისთვის დახმარების გაწევის შესაძლებლობა“ – განაცხადა სტოლტენბერგმა დავოსში.

 

მსგავსი თემები