პოლიტიკოსები, რომელთაც ახალი ოპოზიციური გაერთიანების წარმოდგენა უნდათ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული” – გივი მიქანაძე

“პოლიტიკოსები, რომელთაც ახალი ოპოზიციური გაერთიანების წარმოდგენა უნდათ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული” – ამის შესახებ პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, “ნიკა მელიას, ხაზარაძის, სავარაუდოდ, გიორგი გახარიასა და შემდგომ ლომჯარია-ზურაბიშვილის ჩართულობით ფორმირდება დაჯგუფება, რომლის მცდელობაა, თავი ვითომდა მესამე, ნეიტრალურ ძალად წარმოაჩინონ და ამით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ”.

“მცდელობა აქვთ იმის, რაღაც ხმები გადაიქაჩოს, რათა ეს ხმა არც „ნაციონალური მოძრაობისკენ“ და არც „ქართული ოცნებისკენ“ არ წავიდეს. პოლიტიკოსები, რომელთაც ახალი ოპოზიციური გაერთიანების წარმოდგენა უნდათ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები არიან. შესაბამისად, მათი კოორდინაცია, გადაჯგუფება არაფრის მომტანი არ იქნება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კარგად წამოაჩენს, ვის პოზიციას დაუჭერს მხარს საზოგადოება“ – განაცხადა მიქანაძემ.

მსგავსი თემები