,,წერეთლის გამზირზე იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება”- ირაკლი ბენდელიანი

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება. მისი თქმით, იანვრის ბოლოს საგზაო ნაწილში მოძრაობა გახსნილი იქნება.

„მე ყოველდღიურად ობიექტზე ვიმყოფები ხოლმე და მუდმივად ვუწევ ზედამზედველობას ჩემს თანამშრომლებს. დღეს დილიდან რამდენიმე ტელევიზიას ვუყურე, რომლებიც მიზანმიმართულად მოსახლეობას ატყუებენ, პანიკას თესავენ, თითქოს ხელოვნურად სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნება, ეს სამუშაოები ვერ დასრულდება. კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება. თქვენ იცით, რომ მაგ ობიექტზე ჩვენ გვქონდა 24-საათიანი მუშაობის მოთხოვნა, ვალდებულება ჰქონდათ კომპანიებს. შესაბამისად, ეს დარღვევები როდესაც დაფიქსირდა, რომ კომპანიები რიგ შემთხვევებში 24 საათი არ მუშაობდნენ, იყო გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება. გეუბნებით და გიდასტურებთ, დაახლოებით ორ კვირაში, იანვრის ბოლოს საგზაო ნაწილში მოძრაობა გახსნილი იქნება. რამდენჯერაც მოხდა ვადაგადაცილება, უხარისხოდ სამუშაოების შესრულება, იმდენჯერ მოხდა ამის დაფიქსირება. შესაბამისად, ამ არგუმენტების ერთობლიობით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ კომპანიებთან შეგვეწყვიტა ხელშეკრულება. უამრავი გაფრთხილება, ინსპექტირების აქტი და ჯარიმა არის შედგენილი ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბენდელიანმა.

მსგავსი თემები