ხარკოვის ოლქში 26 სოფლის ევაკუაცია გამოცხადდა

ხარკოვის ოლქის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ 26 სოფლის ევაკუაცია გამოაცხადა.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის  თქმით, არაუსაფრთხო სიტუაციიდან გამომდინარე, საჭიროა ხალხის ევაკუაცია კუპიანსკის რაიონის კონტრაშევსკაიასა და კურილოვსკაიას თემებიდან.

თემებიდან ადგილობრივი მოსახლეობის გაყვანა, რუსული არმიის სახიფათო შეტევების გამო გახდა საჭირო. აღნიშნულ თემებში 3043 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 279 ბავშვია.

ადგილობრივი ხელისუფლება პირობას დებს, რომ ყველა ევაკუირებული დაკმაყოფილდება საცხოვრებლით.

მსგავსი თემები