ესტონეთში ტარტუს უნივერსიტეტის რუსი პროფესორი დააკავეს

ესტონეთში, რუსეთის სასარგებლოდ და ესტონეთის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით, ტარტუს უნივერსიტეტის რუსი პროფესორი, ვიაჩესლავ მოროზოვი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ის 3 იანვარს დააკავეს. საქმის გამოძიებიდან გამომდინარე დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.

ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის სადაზვერვო ინტერესები ესტონეთის მიმართ ისევ მაღალ დონეზეა. სასამართლომ მოროზოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ტარტუს უნივერსიტეტმა კი ვიაჩესლავ მოროზოვთან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ უკვე განაცხადა.

მსგავსი თემები