გერმანელმა ფერმერებმა ბერლინის ქუჩები 6 ათასი ტრაქტორით გადაკეტეს

გერმანელმა ფერმერებმა ბერლინის ქუჩები 6 ათასი ტრაქტორით გადაკეტეს. სოფლის მეურნეობის სექტორის თანამშრომელთა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები უკვე კვირაა გრძელდება.

ბერლინის პოლიციის განმარტებით, გერმანიის დედაქალაქში ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ აქციას 8 500 ადამიანი დაესწრო.

გერმანელი ფერმერები მთავრობის გეგმის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სექტორში სუბსიდიების შემცირებას და საგადასახადო შეღავათების გაუქმებას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები