ჩინეთმა და შვეიცარიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას პარტნიორობის გაღრმავების მიზნით

ჩინეთმა და შვეიცარიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას პარტნიორობის გაღრმავების მიზნით. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ხელმოწერილი დეკლარაცია მოიცავს ერთობლივი კვლევის დასრულებას ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესამუშავებლად.

ჩინეთი შვეიცარიის მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შემდეგ. ორმა ქვეყანამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას 2013 წელს მოაწერა ხელი.

თუმცა, მისი განახლების მცდელობები შეფერხდა ჩინეთში ადამიანის უფლებების შესახებ შემაშფოთებელი ცნობების ფონზე. შვეიცარიისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის დიალოგი მიმდინარე წელს განახლდება და ადამიანის უფლებებსაც მოიცავს.

მსგავსი თემები