,,გასაკვირი ის რეაქციებია, რომელიც აქვთ ოპოზიციონერებს, ვიდრე ის, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დღეს ჩინეთში კოლეგებთან მართავს შეხვედრებს”- ლევან დავითაშვილი

,,გასაკვირი ის რეაქციებია, რომელიც აქვთ ოპოზიციონერებს, ვიდრე ის, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დღეს ჩინეთში კოლეგებთან მართავს შეხვედრებს”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მაღალ დონეზე თანამშრომლობაზეა საუბარი, სამთავრობო უწყებებს სჭირდებათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა საპარლამენტო გუნდის მხრიდანაც

„ვფიქრობ, რომ პროდუქტიული იქნება ის ვიზიტი, რომელსაც დღეს საპარლამენტო დელეგაცია ახორციელებს ჩინეთში. საქართველო და ჩინეთი ბევრი მიმართულებით ითანამშრომლებენ, აქ, პირველ რიგში, იყო ეკონომიკური თანამშრომლობა, ამას სჭირდება ხოლმე და ყოველთვის ლოგიკურად მოჰყვება საპარლამენტო ჯგუფებს შორის თანამშრომლობა, რადგან გვესმის, რომ მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებსაც მთავრობები ახორციელებენ, საჭიროებენ პოლიტიკურ მხარდაჭერას, მათ შორის პარლამენტების მხრიდან. ვფიქრობ, ძალიან ლოგიკურია, რატომ არის საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, ჩინეთში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია იმყოფება.

მსგავსი თემები