3 დაღუპული და 24 დაშავებული – ძლიერი აფეთქება ბაქოში

ბაქოში ავეჯის მაღაზიაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ ერთობლივად გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

გატარებული აუცილებელი და გადაუდებელი ღონისძიებების გამო ხანძარი ლიკვიდირებულია.

წინასწარი გამოძიების თანახმად, ნანგრევებში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ინციდენტის შედეგად 24-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. დაშავებულებიდან ექვსი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ სახლში გაწერეს, დანარჩენების მკურნალობა კი საავადმყოფოში გრძელდება. მათ ჩაუტარდათ საჭირო სამედიცინო მომსახურება და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის, აფეთქება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში  მოხდა.

მსგავსი თემები