ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩეხეთის პრეზიდენტს შეხვდა

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს შეხვდა. პეტრ პაველი ისრაელში დღეს ჩავიდა და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს შეხვდა. მისი მოგზაურობა უსაფრთხოების მიზეზების გამო ცნობილი არ ყოფილა.

შეხვედრას ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ცაჰი ჰანეგბი, დიპლომატიური მრჩეველი, ოფირ ფალკი და ჩეხეთში ისრაელის ელჩი, ანა აზარი ესწრებოდნენ.

ჩეხეთის პრეზიდენტი ისრაელის შემდეგ კატარს ეწვევა.

მსგავსი თემები