„არც ვიცოდი, მოხვდა თუ არა, დილით პოლიცია, რომ დამადგა მაშინ გავიგე” – რას ამბობს ძაღლის დაჭრაში ბრალდებული

გორის სასამართლომ ძაღლის დაჭრაში ბრალდებულ კაცს 4 000 ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა თქვა, რომ ცხოველი მეურნეობას უზიანებდა, რის გამოც ესროლა, თუმცა მოხვდა თუ არა ტყვია, მისივე თქმით, მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც პოლიცია მის დასაკავებლად მივიდა.

„არც ვიცოდი, მოხვდა თუ არ მოხვდა ძაღლს. ეგ გავიგე დილით, პოლიცია რომ დამადგა“, – თქვა სასამართლოზე ბრალდებულმა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სოფელ რეხაში მოხდა. ცხოველთა უფლებადამცველების მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლე დარბაიძემ აღკვეთის სახით ნაკლებად მძიმე ღონისძიება გამოიყენა.

მსგავსი თემები