„ეს ხატი შეცდომა არ არის და ის უნდა დარჩეს“ – თარხან მოურავი მატრონა მოსკოველის ხატზე

წმინდა მატრონას ხატზე, სადაც სტალინია გამოსახული, ხატის შემწირველი დავით თარხან-ნოურავი აცხადებს, რომ მისი შეცვლა არ უნდა მოხდეს.

„ხატი არის 2,5 მეტრის. ხალხს საერთოდ წარმოადგენა არა აქვს ამაზე და 10 სამტიმეტრიანი ფიგურაა სტალინის. ჩანაცვლდება ეს ფიგურამ მეტი არაფერი. ნახევარი საათი უნდა ამის შეცვლას. მთავარია ის, რომ ეს ხატი შეცდომა არ არის და ის უნდა დარჩეს, მაგრამ რადგამ საპატრიარქომ გადაწყვიტა, კი ბატონო, ბრძოლას ხომ ვერ დავიწყებთ.  არის ხალხი, საერთოდ ვერ აცნობიერებს რაზეა საუბარი. მორწმუნე ადამიანმა ამ ხატში ღმერთის სისდიადე უნდა დაინახოს, რომელმაც მოდრიკა ყველა ბოროტი მმართველი. ჩემი ნება რომ იყოს, ამ ხატს არც ერთ შემთხვევაში არ შევცვლიდი“ – აცხადებს თარხან-მოურავი.

„ხატიდან სტალინი არ უნდა ამოიხატოს“ – თარხან მოურავი მატრონა მოსკოველის ხატზე   

მსგავსი თემები