,,რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ყოველდღიურად 1000-1100 ადამიანი უერთდება”- სკიბიცკი

უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ყოველდღიურად 1000-1100 ადამიანი უერთდება.

,,რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ყოველდღიურად 1000-1100, თვეში კი დაახლოებით 30 000 ადამიანი უერთდება. ეს გამოიყენება როგორც დანაკარგების ასანაზღაურებლად, ასევე სარეზერვო პოლკების ფორმირებისთვის. თუმცა ამას ფარულ მობილიზაციას ვერ ვუწოდებთ. უკვე შეიქმნა მრავალი ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებიან. ის ვაგნერელები, რომლებმაც კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმეს, სამხედრო სამსახურს რუსეთის შეირაღებულ ძალებში  აგრძელებენ”, – განაცხადა სკიბიცკიმ.

მსგავსი თემები