აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ევროკავშირისგან უკრაინის მარცვლეულზე იმპორტის გადასახადების დაწესებას ითხოვენ

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ევროკავშირისგან უკრაინის მარცვლეულზე იმპორტის გადასახადების დაწესებას ითხოვენ.

უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ბულგარეთის, პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გაუგზავნეს წერილი ევროკომისიას ზომების მიღების მოთხოვნით, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინიდან სოფლის მეურნეობის იაფი პროდუქტები მათ საექსპორტო ბაზრებზე ხვდება.

მინისტრები აღნიშნავენ, რომ ბრიუსელმა უნდა შემოიღოს ზომები, რომელიც დაიცავს უკრაინის მოსაზღვრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზრებს და დაეხმარება მათ გამოიყენონ საექსპორტო პოტენციალი.

მინისტრები ასევე მოუწოდებენ ევროკომისიას, შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა უკრაინის წარმოების გაიდლაინები ევროკავშირის სტანდარტებს.

მსგავსი თემები