გურჯაანში კაცი დაჭრეს

14 იანვარს გურჯაანში კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე კაცმა 24 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

”ფორმულას” ცნობით, სიტყვიერი დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, შემდეგ კი ქუჩაში, ფიზიკური დაპირისპირებით გაგრძელდა.

დაჭრილი კაცი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

 

მსგავსი თემები