,,ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია”- აფეთქება ბაქოში

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ტერიტორიაზე გავრცელებული ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავეჯის მაღაზიაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა. წინასწარი მონაცემების თანახმად, ნანგრევებში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ინციდენტის შედეგად 24-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. დაშავებულებიდან ექვსი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ სახლში გაწერეს, დანარჩენების მკურნალობა კი საავადმყოფოში გრძელდება. მათ ჩაუტარდათ საჭირო სამედიცინო მომსახურება და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

 

მსგავსი თემები