ისრაელში ტერორისტული აქტი მოხდა, არის მსხვერპლი

ისრაელიში, კერძოდ კი ქალაქ რაანანაში ტერორისტული აქტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 17-მდეა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა რიგითი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ, სხვადასხვა მონაკვეთში 3 მანქანა გაიტაცა და ხალხში შევარდა.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია პალესტინის 2 მოქალაქე. ფაქტი შეფასებულია როგორც ტერორისტული აქტი.

მსგავსი თემები