სრუტის გადალახვის მცდელობისას 5 მიგრანტი დაიღუპა

საფრანგეთიდან ინგლისში ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას ხუთი ადამიანი დაიღუპა.  გარდაცვლილი მიგრანტების სხეულები სანაპიროზე გამოირიყული იპოვეს.

72 წევრიანი მიგრანტთა ჯგუფი ნავით ლა-მანშის სრუტის გადალახვას ცდილობდნენ. ნავზე ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

72-ვე მიგრანტი, მათ შორის 10 ბავშვი, საფრანგეთში, ქალაქ კალეში დააბრუნეს. სამაშველო ჯგუფებმა წყალში ექვსი ადამიანის გადარჩენა შეძლეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ექვსი მიგრანტი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

 

მსგავსი თემები