„ხატიდან სტალინი არ უნდა ამოიხატოს“ – თარხან მოურავი მატრონა მოსკოველის ხატზე   

“ხატი დაწერა ქართველმა ხატმწერმა. ხატი იწერებოდა 2018 წლიდან. ხატის ესკიზები ინტერნეტში არაერთხელ გამოქვეყნდა და ეს არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ხატი იქმნება მოძღვართან ერთად. ჩვენ ხატმწერისთვის არ მიგვითითებია, რა სცენები უნდა გამოესახა მას. ეს მისი არჩევანია” – აცხადებს დავით თარხან-მოურავი.

მისივე თქმით, სტალინის მატრონასთან ნამდვილად  იყო.

“ჩვენ ვთხოვეთ მას მატრონა მოსკოველის ხატის დაწერა, რომელიც არის გამორჩეული წმინდანი. ყველაზე დიდი წმინდანი. მე თვითონ მაქვს წმინდა გიორგის ხატი დაწერილი, ასევე წმინდა ნინოს ხატი და შეწირული ტაძრისთვის. უფრო სწორედ, ჩემი შეკვეთით დაწერილი. კიდევ მრავალი ხატი. ეს არის 30-ე ხატი. ახლაც ვამბობ, რომ არანაირი შეცდომა ამ ხატში არ არის.  კანონიკასთან შეუსაბამობა არ არის. არავითარი დარღვევა არ არის. ის, რომ სტალინი მატრონასთან მივიდოდა და ამას ვინმე კამერაზე გადაიღებდა ან გაზეთში დაწერდა,  აბსურდია“ – ამბობს თარხან-მოურავი, ვინც ხატი ირმა ინაშვილთან ერთად შესწირა ტაძარს.

შეგახსენებთ, რომ საუბარია მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელშიც სტალინია გამოსახული და რომელიც სამების ტაძარშია განთავსებული. ხატს საღებავი შეასხეს. საპატრიარქო კი ამბობს, რომ უნდა მოხდეს ხატის გადაწერა და გასწორება.

მისივე თქმით, ხატმწერმა ფრანგემტები თავად გადაწყვიტა.

„ხატიდან სტალინი არ უნდა ამოიხატოს. არაფერი არ უნდა წაიშალოს“ – ამბობს თარხან-მოურავი.

მსგავსი თემები