ფინეთი რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ტრანზაქციებს აუკრძალავს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ტრანზაქციებს აუკრძალავს. ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის მინისტრი, ანტი ჰაკანენი ავრცელებს.

მისი თქმით, ქვეყანამ, რუსული ფესვების მქონე უძრავი ქონების მფლობელებისთვის რეგულაციების გამკაცრება ზაფხულში დაიწყო.

მოგვიანებით კი ხელისუფლებამ უძრავი ქონების რუსი მფლობელებისთვის ქვეყანაში შესვლის შესახებ შეზღუდვები გაამკაცრა, სექტემბერში კი რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

მსგავსი თემები