,,ევროკავშირი უნდა მოემზადოს გაფართოებისთვის, სწრაფად უნდა წავიდეთ წინ” – კრისრიან ბუჩმანი

,,ევროკავშირი უნდა მოემზადოს გაფართოებისთვის, სწრაფად უნდა წავიდეთ წინ”. ამის შესახებ ავსტრიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კრისრიან ბუჩმანმა განაცხადა.

„გაფართოება ყველაზე დიდი გამოწვევაა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილებები, მაგრამ ამავე დროს ქმედებები წევრი სახელმწიფოებიდან. სწრაფად უნდა წავიდეთ წინ. უამრავი ნაბიჯია ამ პროცესში, ეს იციან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებმაც და აპლიკანტმა სახელმწიფოებმაც. ცხადია, რომ ევროკავშირი უნდა მოემზადოს გაფართოებისთვის. თუ ყველა ერთად გაფართოების მიმართულებით წავალთ, მაშინ სტაბილურობას მოვუტანთ იმ ქვეყნებსაც, რომლებსაც გაწევრიანება სურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება არასტაბილურობა“, – აღნიშნა კრისრიან ბუჩმანმა.

მსგავსი თემები