,,პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ერთად შევცვალოთ”- ნიკა გვარამია

,,პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ.ერთად შევცვალოთ.  პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ დემოკრატია და თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად მოვიპოვოთ,”- ამის შესახებ ნიკა გვარამია  სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მომხრეა ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

,,ბევრმა მედიამ დამირეკა სამომავლო პოლიტიკურ კონფიგურაციებთან დაკავშირებით. ინტერვიუსთვის ხელმისაწვდომი არ ვარ და ამიტომ აქ დავწერ: მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 5%იანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია, სრულიად უინტერესოა ჩემთვის. პირადად მე, მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, სხვას თუ კომპრომისებისთვის გამბედაობა, კეთილგონიერება და პირადზე მაღლა საერთო ინტერესის დაყენების პრობლემა ექნება.
მე მაინტერესებს ცვლილებები და სიახლეები. თანამდებობებიც მქონია და გავლენაც. ამისთვის პოლიტიკაში მობრუნება ნამდვილად არ მჭირდება..

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ერთად შევცვალოთ.  პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ დემოკრატია და თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად მოვიპოვოთ.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ პოლიტიკაში და ქვეყნის მართვაში გზა გავუხსნათ ახალ ხალხს და პოლიტიკურ ელიტაში თაობათა ცვლა მაქსიმალურად დაჩქარდეს. პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ არ იყოს შურისძიება.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ეს საჭირო მგონია აქ და ახლა.  პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ საერთო ბრძოლა გავაძლიერო.შეკითხვაზე “ვის ველაპარაკები”, გპასუხობთ:
ყ ვ ე ლ ა ს”, – წერს ნიკა გვარამია.

მსგავსი თემები