რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთმა დონეცკის ოლქში, კრასნოჰორივკას დასახლება დაბომბა. დაბომბის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა  ერთი ადამიანი.

დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაჩნდა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში.

მისივე თქმით, ადგილზე  მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

 

მსგავსი თემები