,,უკრაინას საკმარისი პოტენციალი აქვს, რომ ომის ეს რთული გზა გადალახოს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას საკმარისი პოტენციალი აქვს, რომ ომის ეს რთული გზა გადალახოს. მისი თქმით, ამ წლის პირველმა ორმა კვირამ უკრაინას ძალა და შესაძლებლობები უკვე შემატა.

,,ამ წლის პირველმა ორმა კვირამ უკრაინას ძალა და შესაძლებლობები უკვე შემატა. გვაქვს ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი მეომრებისთვის. არსებობს ძალიან საჭირო შეთანხმებები იარაღისა და ჭურვების ერთობლივ წარმოებაზე. განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია დრონები, რომლებიც კიდევ იქნება. ვამზადებთ უფრო სასიხარულო ამბებს საჰაერო თავდაცვის შესახებ. ჩვენ მხედველობაში გვაქვს როგორც რაკეტები, ასევე რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, რომლებიც უფრო მეტი იქნება. თვიდან თვემდე ვაძლიერებთ ჩვენს უკრაინულ საარტილერიო წარმოებას. უკრაინას საკმარისი პოტენციალი აქვს, რომ ომის ეს რთული გზა გადალახოს,”- განაცადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები