,,უკრაინა შვედეთთან ერთობლივი იარაღის წარმოებითაა დაინტერესებული” – ზელენსკი

,,უკრაინა შვედეთთან ერთობლივი იარაღის წარმოებითაა დაინტერესებული”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა.

,,დღეს მე მივმართე შვედეთის ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციას “საზოგადოება და თავდაცვა”, ეს ჩრდილოეთ ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ვხედავთ, რომ რუსეთის აგრესიული ამბიციები შეიძლება ჩაიშალოს, თუ საკმარისი ძალა იქნება ამისათვის და ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ასეთი ძალა მხოლოდ ერთობლივად, სოლიდარობით, ერთმანეთის გასაძლიერებლად, ერთად მუშაობით. უკრაინამ უკვე დაიწყო ერთობლივი თავდაცვის თანამშრომლობა თურქეთთან, რუმინეთთან, პოლონეთთან და დიდ ბრიტანეთთან. მსგავსი შეთანხმებები გვაქვს ჩეხეთთან, აშშ-თან და გერმანიასთან.

რა თქმა უნდა, ჩვენი წინადადება პარტნიორებისთვის არის თანამშრომლობა, განვითარება და გაძლიერება ერთად. უკრაინა არის და იქნება ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი. ჩვენ მიზნად ვისახავთ მსოფლიოში საუკეთესო იარაღის და ტექნოლოგიის წარმოებას ჩვენი და ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებისთვის. ჩვენთვის პრიორიტეტია შვედეთთან ერთობლივი წარმოება. და დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა უკრაინაში პირველი უკრაინულ-შვედური ერთობლივი წარმოების გახსნას ვიხილავთ.” – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები