16-წლიანი რესტავრაციის შემდეგ, საბერძნეთში ალექსანდრე მაკედონელის სასახლე გაიხსნა

16-წლიანი რესტავრაციის შემდეგ, საბერძნეთში ალექსანდრე მაკედონელის სასახლე გაიხსნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სასახლე, რომელიც საპორტო ქალაქ სალონიკთან ახლოს მდებარეობს, 2300-ზე მეტი წლის წინ ააგეს. მოგვიანებით ის რომაელებმა გაანადგურეს და მისი ნანგრევები, XIX-ის დასაწყისში, გათხრების დროს აღმოაჩინეს.

სასახლის ნაწილობრივ რეკონსტრუქციაზე, რომელიც ევროკავშირის დახმარებით ჩატარდა, 20 მილიონზე მეტი ევრო დაიხარჯა.

სასახლის გახსნის ცერემონიას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი დაესწრო, რომელმაც მას მსოფლიო მნიშვნელობის უწოდა.

მსგავსი თემები