შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ამიტომა, მან თანამდებობა შესაძლოა ვადაზე ადრე დატოვოს.

,,2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე” – თქვა მან ბელგიურ გაზეთ De Standaard-თან ინტერვიუში. მიშელის თქმით, მისი მემკვიდრის ვინაობა ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში გახდება ცნობილი.

მიშელს არ დაუკონკრეტებია, რა როლის შესრულება სურს ევროპარლამენტში. თუმცა, აღნიშნა, რომ აპირებს შეუერთდეს ბელგიურ ლიბერალურ პარტია MR – Mouvement Réformateur-ს.

,,მინდა ვიმსახურო იქ, სადაც შემიძლია სასარგებლო ვიყო. სხვა ამბიციები არ მაქვს. მსურს აქტიური როლი ვითამაშო ევროპულ დებატებში და დავეხმარო ევროპა 2030-ის პროექტის წინსვლას. ამას რეფორმები დასჭირდება,” – ამბობს მიშელი.

მსგავსი თემები