იაპონიაში მომხდარი მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, 90 წლის ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, 90 წლის ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. მან ნანგრევების ქვეშ დაახლოებით 124 საათი გაატარა.

იაპონური მედიის ცნობით, ის ახლომდებარე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიკოსების თქმით, ქალს დაზიანებული აქვს ქვედა კიდურები.

ცნობისთვის, პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია. იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი თემები