,,რამდენიმე თვეა, ეს ხატი იქ არის, არც ჩანს ფაქტობრივად, თუმცა ვიღაცა ადამიანებმა ატეხეს ერთი ამბავი” – არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი სტალინის გამოსახულებაზე აცხადებს, რომ ეს ხატი სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე თვეა რაც არის, თუმცა ამისთვის ყურადღება ჟურნალისტების გარდა, არავის მიუქცევია.

,,არ გავურბივართ პასუხს, ის არ არის ხატი, მოდი ასე ვთქვათ. არის რაღაც ერთ-ერთი ხატმწერის მიერ დაწერილი რაღაც პატარა გამოსახულება, რომლისთვისაც ყურადღება არავის მიუქცევია, გარდა ჟურნალისტებისა და ატეხეს ერთი ამბავი. რამდენიმე თვეა, ეს ხატი იქ არის, არც ჩანს ფაქტობრივად, თუმცა ვიღაცა ადამიანებმა ატეხეს ერთი ამბავი,” – ამბობს იოანე მჭედლიშვილი.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის ხატის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო პოლიტიკოსმა გიორგი კანდელაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. თუმცა, როგორ და რატომ აღმოჩნდა სტალინის ხატი სამების ტაძარში, ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მსგავსი თემები