ანდერს ბრეივიკი ნორვეგიის ხელისუფლებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო უჩივის. ნეონაცისტი ტერორისტი აცხადებს, რომ ციხის საკანში იზოლაციითა და გარე სამყაროსთან კომუნიკაციის აკრძალვით, მისი უფლებები ირღვევა.
სარჩელს ბრეივიკის ადვოკატი სასამართლოში 8 იანვარს შეიტანს, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ბრეივიკი სახელმწიფოს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის გამო უჩივის.
ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ანდერს ბრეივიკი საზოგადოებისთვის ამ დრომდე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და იზოლირებულ საკანში მისი ყოფნა, აუცილებელია.