რუსების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი

რუსების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვია – ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვადიმ ფილაშკინი ტელეგრამის საკუთარ არხზე ავრცელებს.

,,11 გარდაცვლილი, მათ შორის 5 ბავშვი – ეს პოკროვსკის რაიონის დაბომბვის წინასწარი შედეგებია. რუსებმა რაიონს C-300 რაკეტებით დაარტყეს, 11 ადამიანი მოკლეს და კიდევ 8 დაჭრეს. ძირითადი დარტყმა პოკროვსკსა და როვნოზე მოვიდა”, – წერს ის.

რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვას ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და თქვა, რომ “არც ერთი მსგავსი დარტყმა ტერორისტი სახელმწიფოსთვის შედეგების გარეშე არ ჩაივლის”.

მსგავსი თემები