იტალიამ ევროკავშირს საკუთარი არმიის შექმნისკენ მოუწოდა

იტალიამ ევროკავშირს საკუთარი არმიის შექმნისკენ მოუწოდა. ამის შესახებ იტალიის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაინიმ განაცხადა.

,,შეიარაღებული კონფლიქტების მზარდმა რაოდენობამ მთელ მსოფლიოში გააძლიერა დისკუსია ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნის შესახებ. ევროკავშირმა უნდა შექმნას საკუთარი შეიარაღებული ძალები ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად”, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.

ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ საკუთარი არმიის შექმნის საკითხი პირველად არ განიხილება. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამის შესახებ 2018 წელს ისაუბრა. მას შემდეგ კი, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირს სჭირდება ევროპული შეიარაღებული ძალები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ ეს გულისხმობს ევროკავშირის უფრო მეტ ცენტრალიზაციას და ასევე ნაწილობრივ კონფლიქტს NATO-სთან.

მსგავსი თემები