,,დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა” – ზურაბიშვილი

,,დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა”. ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

,,ყველა ქართველს და მართლმადიდებელ ოჯახს მთელ მსოფლიოში, გილოცავთ შობას! დღევანდელი დღე სიმართლის, სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა. თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას და სიყვარულს ვუსურვებ. გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს!”, – დაწერა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები