იაპონია უკრაინის დასახმარებლად NATO-ს ფონდში 37 მლნ აშშ დოლარს შეიტანს

იაპონია უკრაინის დასახმარებლად NATO-ს ფონდში 37 მლნ აშშ დოლარს შეიტანს. ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოკო კამიკავამ განაცხადა.

მისივე თქმით, რთული ზამთრის გადასატანად, იაპონია კიევს ხუთ მობილურ გაზის ტურბინის გენერატორს მიაწვდის. მან ასევე პირობა დადო, რომ უკრაინელებს თავშესაფრის აშენებასა და ქალებისა და ბავშვებისთვის საგანმანათლებლო და სამედიცინო სერვისების მიწოდებაში დაეხმარება.

დღევანდელი ვიზიტი კონფერენციამდე შეხვედრას უკავშირდება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ტოკიოში 19 თებერვალს გაიმართება, კონფერენცია მიზნად უკრაინის ომის შემდეგ რეკონსტრუქციის განხილვას ისახავს.

მსგავსი თემები