,,ჩრდილოეთ კორეა დაუყოვნებლივ განახორციელებს სამხედრო დარტყმებს, ნებისმიერი პროვოკაციის საპასუხოდ” – კიმ ჩენ ინის და

,,ჩრდილოეთ კორეა დაუყოვნებლივ განახორციელებს სამხედრო დარტყმებს, ნებისმიერი პროვოკაციის საპასუხოდ”. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის დამ და მთავარმა მოკავშირემ კიმ იო ჯონგმა განაცხადა.

,,როგორც უკვე გამოცხადდა, კორეის სახალხო არმია დაუყოვნებლივ სამხედრო დარტყმას განახორციელებს, თუ მტერი მცირე პროვოკაციას მოაწყობს”, – თქვა კიმ იო ჯონგმა.

სამხრეთ კორეის სამხედროებმა უარყვეს კიმის განცხადება, როგორც დაბალი დონის ფსიქოლოგიური ომი და მოუწოდეს ჩრდილოეთ კორეას შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები, რომლებიც აძლიერებს დაძაბულობას საზღვართან.

პარასკევს საზღვრის ორივე მხარეს ჩატარებულმა წვრთნებმა გამოიწვია გაფრთხილება სამხრეთ კორეის სასაზღვრო კუნძულების მაცხოვრებლებისთვის, რომ თავშესაფარი ეძებონ, თუმცა ჭურვების საზღვაო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.

მსგავსი თემები