დიდი ბრიტანეთი, რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ბირთვული საწვავის პროგრამას იწყებს

დიდი ბრიტანეთი, რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, 300 მილიონი ფუნტის ღირებულების ბირთვული რეაქტორების მაღალტექნოლოგიური ბირთვული საწვავის წარმოების (HALEU) პროგრამას იწყებს. ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

,,HALEU პროგრამის დაწყება დიდ ბრიტანეთს საშუალებას მისცემს მიაწოდოს მსოფლიოს სპეციალიზებული ბირთვული საწვავი და კიდევ უფრო იზოლირებული გახადოს პუტინის რუსეთი”, – ნათქვამია მოხსენებაში.

ინვესტიციის მიზანი ქვეყანაში ახალი ბირთვული პროექტებისთვის ბირთვული საწვავის მიწოდების გაძლიერებაა, ასევე რუსეთიდან ბირთვული საწვავის მიწოდებაზე გლობალური დამოკიდებულების შემცირება. პროგრამა გამოიმუშავებს გამდიდრებულ ურანს, რომელიც აუცილებელია შემდეგი თაობის რეაქტორების მუშაობისთვის. ბრიტანეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მინისტრის კლერ კოუტინიოს თქმით, პროგრამა ჩრდილო-დასავლეთ ინგლისს სამუშაო ადგილებსა და ინვესტიციებს მოუტანს.

პრესსამსახურის თქმით, ინვესტიცია 2050 წლისთვის არის დაგეგმილი. გარდა ამისა, დამატებით 10 მილიონი ფუნტი (12,7 მილიონ დოლარზე მეტი) გამოიყოფა ბრიტანეთის მთავრობის მიერ სხვა მოწინავე ტიპის ბირთვული საწვავის წარმოებისთვის უნარებისა და ადგილების განვითარებაზე.

როგორც ცნობილია, 11 დეკემბერს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს რუსეთიდან ურანის იმპორტს ატომური ელექტროსადგურებისთვის.

მსგავსი თემები