მსახიობი კრისტიან ოლივერი, ორ შვილთან ერთად, ავიაკატასტროფაში დაიღუპა

გერმანელი მსახიობი კრისტიან ოლივერი, 2 შვილთან ერთად, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მსახიობის კერძო თვითმფრინავი კარიბის ზღვაში, სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროსთან ჩამოვარდა, რის შედეგად პილოტი და სამივე მგზავრი, კრისტიან ოლივერი და მისი 10 და 12 წლის ქალიშვილები დაიღუპნენ.

ცნობისთვის, კრისტიან ოლივერი 90-იან წლებში გერმანულ სერიალებსა და ფილმებში თამაშობდა. 2002-2004 წლებში სამშობლოში პოპულარობა მოუტანა სერიალ Cobra 11-ში შესრულებულმა როლმა. მოგვიანებით კი კარიერა აშშ-ში გააგრძელა.

მსგავსი თემები