ჩრდილოეთ ღაზაში “ჰამასის” სარდლობა განადგურებულია – IDF

ჩრდილოეთ ღაზაში “ჰამასის” სარდლობა განადგურებულია. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავრცელებს.

IDF-ის პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ პალესტინელი ბოევიკები ახლა ტერიტორიაზე მხოლოდ სპორადულად და მეთაურების გარეშე მოქმედებენ. მისივე თქმით, ისრაელმა ღაზის ჩრდილოეთით დაახლოებით 8000 მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა.

ჰაგარი ასევე ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ახლა ორიენტირებულინო არიან “ჰამასის” სამხრეთ და ცენტრალურ ღაზაში განადგურებაზე.

მსგავსი თემები