იტალიის სამთო-სამაშველო ჯგუფმა ალპებში ზვავის შედეგად დაღუპული 2 მთამსვლელი იპოვა

იტალიის სამთო-სამაშველო ჯგუფმა შვეიცარიის საზღვრის მახლობლად, ალპებში, ზვავის შედეგად დაღუპული ორი მთამსვლელის ცხედარი იპოვა.

ალპური სამაშველო ჯგუფი CNSAS-ის ცნობით, განგაშის გამოცხადების შემდეგ, რეგიონში ძლიერი ქარის მიუხედავად, ადგილზე სპეციალიზებული სამაშველო ჯგუფი ვერტმფრენებით გაიგზავნა. სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობას გაწვრთნილი ძაღლიც იღებდა.

ერთ-ერთი ცხედარი თოვლში ჩამარხული, მეორე კი დაახლოებით 2200 მეტრის სიმაღლეზე, ტბაში იპოვეს. მსხვერპლთა ვინაობა არ სახელდება.

მსგავსი თემები