,,ომი არ შეწყდება მანამ, სანამ ყველა მიზანს არ მივაღწევთ” – ნეთანიაჰუ

,,ომი არ შეწყდება მანამ, სანამ ყველა მიზანს არ მივაღწევთ”. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

,,ომი არ შეწყდება მანამ, სანამ არ დავასრულებთ მის ყველა მიზანს – “ჰამასის” ლიკვიდაციას, ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნებას და დაპირებას, რომ ღაზა ვეღარ შეუქმნის საფრთხეს ისრაელის. ამას ვეუბნები როგორც ჩვენს მტრებს, ასევე ჩვენს მეგობრებს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს არის ყველა ჩვენგანის ვალდებულებაც. ჩვენ ყველა სხვა მოსაზრება გვერდზე უნდა გადავდოთ და ერთად გავაგრძელოთ სიარული საბოლოო გამარჯვებამდე. ეს გამარჯვება მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ დავასრულებთ ჩვენს მიზნებს და როცა აღვადგენთ უსაფრთხოებას ჩრდილოეთისა და სამხრეთის მცხოვრებლებისთვის. ვურჩევ “ჰეზბოლას” ისწავლოს ის, რაც “ჰამასმა” უკვე ისწავლა ბოლო თვეების განმავლობაში: არც ერთი ტერორისტი არ არის დაცული. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს და უსაფრთხოდ დავაბრუნებთ სახლებში. ეს არის ეროვნული მიზანი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ და მის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. თუ შევძლებთ, ამას დიპლომატიური გზებით გავაკეთებთ, თუ არა, სხვა გზით ვიმოქმედებთ”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი თემები