,,გამოჯანმრთელების პროცესში ვარ, მოუთმენლად ველი პენტაგონში დაბრუნებას” – ლოიდ ოსტინი

პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა, მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის უკვე გამოჯანმრთელების პროცესშია.

,,ძალიან მიხარია, რომ გამოჯანმრთელების პროცესში ვარ და მოუთმენლად ველი პენტაგონში მალე დაბრუნებას. მე ასევე მესმის მედიის შეშფოთება გამჭვირვალობის შესახებ და ვაღიარებ, რომ შემეძლო უკეთესი სამუშაოს შესრულება, რათა უზრუნველგვეყო საზოგადოების სათანადო ინფორმირება…მაგრამ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს იყო ჩემი სამედიცინო პროცედურა და მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ჩემს გადაწყვეტილებებზე გამჟღავნების შესახებ,” – განაცხადა ოსტინმა.

მსგავსი თემები