თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე ხანძარი იყო

თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე, ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძარი კი უკვე ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად გაჩნდა.

მსგავსი თემები