რუსმა ოკუპანტებმა დნიპროს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა წუხელ დნიპროს დრონებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა და განადგურდა რამდენიმე ავტომობილი.

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლისაკის ცნობით, დაზიანებულ კორპუსში 22 ოჯახი ცხოვრობდა.

ქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგების ლიკვიდაციაში 45 მაშველი და 11 ერთეული სახანძრო-სამაშველო და სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.

ლისაკმა ასევე აღნიშნა, რომ შაბათს საღამოს დნეპროპეტროვსკის რეგიონში რუსების მიერ გაშვებული 7 დრონი გაანადგურეს.

მსგავსი თემები