აშშ-ის სენატმა დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ისრაელისთვის ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას არ ითვალისწინებს

აშშ-ის სენატმა მთავრობის მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ისრაელისთვის ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას.

კანონპროექტი სენატმა 87 ხმით 11-ის წინააღმდეგ მიიღო, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნა.

ორსაფეხურიანი გეგმა ითვალისწინებს დაფინანსების 19 იანვრამდე გაგრძელებას სხვადასხვა პრიორიტეტისთვის.

მსგავსი თემები