,,რუსეთს ახლა არ შეუძლია შავი ზღვის გამოყენება მსოფლიოს დესტაბილიზაციისთვის” – ზელენსკი

,,რუსეთს უკვე აღარ შეუძლია გამოიყენოს შავი ზღვა პლაცდარმად მსოფლიოს სხვა რეგიონების დესტაბილიზაციისთვის”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოს უკვე ესმის შავი ზღვის მნიშვნელობა და სწორედ შავი ზღვის რეგიონში დევს გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი საფუძველი.

,,ჩვენ შევძელით შავ ზღვაში რუსეთის ინიციატივის ხელში ჩაგდება და უსაფრთხოების ისეთი პირობები შევქმენით, რომელიც აგრესორს აიძულებს დატოვოს აკვატორიის აღმოსავლეთ ნაწილი და დამალოს სამხედრო გემები”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები