პედრო სანჩესი ესპანეთის პრემიერად მეორე ვადით აირჩიეს

პედრო სანჩესი ესპანეთის პრემიერ-მინისტრად მეორე ვადით აირჩიეს. პედრო სანჩესს 179-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 171 კი წინააღმდეგი იყო.

სანჩესმა კოალიციური მთავრობის აღდგენის უზრუნველსაყოფად ექვსი პარტია გააერთიანა.

ამასთან, მან ხელი მოაწერა ორ კატალონიურ სეპარატისტულ პარტიასთან შეთანხმებას, მას შემდეგ, რაც გასცა ამნისტიის პირობა მათთვის, ვინც დაარღვია კანონი 2017 წელს, კატალონიის რეგიონის წარუმატებელი გამოყოფის მცდელობის დროს.

 

მსგავსი თემები