,,რუსთაველის გამზირის საარჩევნო წელს გადაკეტვა პრობლემის მოგვარების საბჭოთა სტილია” – კრამონი

,,რუსთაველის გამზირის საარჩევნო წელს გადაკეტვა პრობლემის მოგვარების საბჭოთა სტილია”. ამის შესახებ წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის თაობაზე კახა კალაძის ინიციატივას ეხმაურება.

,,ვინც მოიგონა იდეა, გადაკეტოს რუსთაველის გამზირი 2024 წლის საარჩევნო წელს და თავიდან აიცილოს მასშტაბური დემონსტრაციები, ეს პრობლემის მოგვარების ტიპური საბჭოთა სტილია”, – განაცხადა მან.

მსგავსი თემები