ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდა. ახალი პაკეტი  წევრ ქვეყნებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა წარუდგინა.

მე-12 პაკეტის გათვალისწინებით, სანქციები უნდა დაუწესდეს 120-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ლახავენ.

ამასთან, ჯოზეფ ბორელი წევრ ქვეყნებს სთავაზობს, ახალი აკრძალვა მიიღონ იმპორტსა და ექსპორტზე, გაამკაცრონ ფასები ნავთობზე.

 

მსგავსი თემები