რუსეთი უკრაინის მხარეს მებრძოლი 523 უცხოელი ჯარისკაცის წინააღმდეგ აწარმოებს გამოძიებას

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინის მხარეს მებრძოლი 523 უცხოელი ჯარისკაცის წინააღმდეგ აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Tass.ru ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჯარისკაცები, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 44 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც არიან.

,,ამჟამად სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს 44 ქვეყნიდან 523 უცხოელის წინააღმდეგ. ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს, ისრაელის, ლატვიის, აშშ-ის, საფრანგეთის, ფინეთისა და ნიდერლანდების მოქალაქეები დაუსწრებლად არიან ბრალდებულები”, – ციტირებს მედია საგამოძიებო კომიტეტს. 

მსგავსი თემები