16 ნოემბერს ღამით, რუსეთში ვოლგოგრადის ოლქში, სოფელ კოტლუბანთან სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის განცხადებით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა სამოქალაქო ობიექტები.
რუსული ტელეგრამ არხი “ბაზა” იტყობინება, რომ ადგილობრივებმა აფეთქების ხმები გაიგეს.